27 სექტემბერი 2024,   13:32
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები

უკრაინაში ომი გრძელდება, საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში რუსეთის მხრიდან დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო ჩაირთო, დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაშავდა 2 ადამიანი.

აფეთქებების ხმა ისმოდა დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიასა და ოდესის ოლქებში.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე სულ 181 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებები, ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით სრულიად უპასუხისმგებლოა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ჯო ბაიდენს, კამალა ჰარისსა და კონგრესს "გამარჯვების გეგმა" წარუდგინა.
ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი ამ ომს უკრაინასთან არ მოიგებს და ახალი დახმარების პაკეტი გამოაცხადა.

დონალდ ტრამპმა კი დაადასტურა, რომ ის ზელენსკის დღეს ნიუ-იორკში "ტრამპ თაუერში" შეხვდება.

დღის ამბები