27 სექტემბერი 2024,   13:23
ვრცლად
ნებისმიერ პოლიტიკურ ნაბიჯს უნდა მოჰყვეს სახალხო დიპლომატია, რამეთუ ჩვენ ვართ ერთი ტრადიციების, ერთი ადათ-წესების მატარებელი ხალხი და ჩვენი შერიგება გარდაუვალია - ლევან მგალობლიშვილი

სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა – სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით დასრულდა. ომის შედეგად დაიღუპა 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე.
ტრადიციულად, ომში დაღუპულ გმირებს ამ დღეს პატივს მიაგებენ გმირთა მოედანზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისა და ჩვენი შერიგება გარდაუვალია:

"დღეს მოვედი ჩემ შვილებთან და შვილიშვილთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან მალე ნახავენ სოხუმს, აფხაზეთს. ისეთივე ღირსებითა და სულისკვეთებით გააგრძელებენ მოღვაწეობას, როგორი ღირსებითაც მემორიალურ დაფაზე არის გამოკვეთილი მათი დიდი ბაბუის, ბიძინა მგალობლიშვილის სახელი.

ნებისმიერ პოლიტიკურ ნაბიჯს უნდა მოჰყვეს სახალხო დიპლომატია, რამეთუ ჩვენ ვართ ერთი ტრადიციების, ერთი ადათ-წესების მატარებელი ხალხი და ჩვენი შერიგება გარდაუვალია. "ქართული ოცნება" გააკეთებს ყველაფერს, რომ ერთი სახელი და გვარიც არ მიემატოს ამ კედელს", - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

დღის ამბები