27 სექტემბერი 2024,   13:34
ვრცლად
"მშვიდობას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს" - აფხაზეთიდან დევნილები გმირთა მოედანზე სოხუმში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ

სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა – სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით დასრულდა. ომის შედეგად დაიღუპა 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე.

ტრადიციულად, ომში დაღუპულ გმირებს ამ დღეს პატივს მიაგებენ გმირთა მოედანზე. აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები მემორიალთან სოხუმის დაცემის დღეს იხსენებენ.

"სოხუმი რომ დაეცა იმ დროს წამოვედი, მშობლები დარჩნენ იქ, მამა იქ მომიკლეს, ბებია სახლში ჩაწვეს, ბიძაშვილიც იქ მომიკლეს. ბებია და მამა ეზოშია დაკრძალული. ჩემი ბიძაშვილის მოძიება მოხდა და ამჟამად აფხაზეთშია გადასვენებული წითელი ჯვრის მიერ. მშვიდობას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს. ყველას უნდა მშვიდობა", - განაცხადა აფხაზეთიდან დევნილმა.

დღის ამბები