27 სექტემბერი 2024,   17:19
ვრცლად
ამ გმირებს ჰქონდათ ოცნება ერთიან საქართველოზე და დარწმუნებული ვარ, ეს ოცნება აუცილებლად ახდება - ირაკლი კობახიძე სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს-პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გმირთა მოედანზე, ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

კობახიძის თქმით, ამ ადამიანებს ჰქონდათ ოცნება ერთიან საქართველოსთან დაკავშირებით და ის დარწმუნებულია, რომ მათ ეს ოცნება აუსრულდებათ.

"27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ დღეს პატის მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოსა და ერთიანი საქართველოს იდეას. ამ გმირებს ჰქონდათ ოცნება - ეს იყო ოცნება ერთიან საქართველოზე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოცნება აუცილებლად ახდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა – სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, 27 სექტემბერს კი სოხუმის დაცემით დასრულდა. ომის შედეგად დაიღუპა 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე.

 

დღის ამბები