27 სექტემბერი 2024,   13:37
ვრცლად
დღეს ჩვენ საზოგადოებას ვახსენებთ იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება ომს და რა ავიცილეთ თავიდან 2022-2023 წელს - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, წინასაარჩევნო ბანერებზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს ომისა და მშვიდობის ფასი.

"მე მახსოვს უკრაინელები ამ კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებდნენ, მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია.

დღეს ჩვენ საზოგადოებას ვახსენებთ იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება ომს და რა ავიცილეთ თავიდან 2022-2023 წელს და ასევე რა უნდა ავიცილოთ თავიდან ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

მიუღებელი არის ის, რაც ხდება უკრაინაში, რაც შეეხება ომისა და მშვიდობის შედარებას, ეს არის პრინციპული იმისათვის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი. რაც არის გამოსახული ამ სურათებზე არის ის, რაც დიდი ბრძოლის ფასად 2022-2023 წლებში თავიდან ავირიდეთ. იგივე ბედის გაზიარება ელოდა ჩვენს ქვეყანასაც.

იმავეს აპირებენ ვიღაცები ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს რა არის ომის ფასი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები