27 სექტემბერი 2024,   13:32
ვრცლად
ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი, ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის - ირაკლი კობახიძე ბაიდენის მიწვევის გაუქმებაზე

"ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი", - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაიდენის მიერ გაუქმებულ მიწვევას.

კობახიძის განცხადებით, აღნიშნულ მიღებას 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელთა შორის ძალიან ბევრი ავტორიტარული ქვეყნის წარმომადგენელი იყო.

"ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი. ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს.

რაც შეეხება, ხელის ჩამორთმევას, თუ ვახშამს, რაც იყო, ბაიდენმა მიიწვია ათეულობით ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი. იქ მიწვეული იყო 150-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, საიდანაც დაახლოებით ნახევარი არის ავტორიტარული, მათ შორის, კონსტიტუციით გაფორმებული ავტორიტარული სახელმწიფო, რა თქმა უნდა, არცერთს არ დავასახელებ. ავტორიტარულ ქვეყანას იწვევენ და შენ გიუქმებენ მოწვევას, ამაზე საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები