27 სექტემბერი 2024,   15:27
ვრცლად
მწამს, რომ მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთპატივისცემით, მიტევებით და მშვიდობიანი გზებით შესაძლებელია ერთმანეთის დაბრუნება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ურთიერთმიტევებისა და შერიგების კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

"27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. კიდევ უფრო მძიმეა შედეგები, რომელიც ომის შედეგად მივიღეთ, დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ათობით ათასი ლტოლვილი მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ვერაფერი გაანელებს ამ ტკივილს, თუმცა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გადავდგათ ურთიერთმიტევების, შერიგების ნაბიჯები, უნდა აღდგეს ნდომა, რომ შევძლოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მწამს, რომ მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთპატივისცემით, მიტევებით და მშვიდობიანი გზებით შესაძლებელია ნდობის აღდგენა, ერთმანეთის დაბრუნება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამას გვავალდებულებს გმირი ჯარისკაცების ხსოვნა და პასუხისმგებლობა გვაქვს მომავალ თაობასთან", – განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები