27 სექტემბერი 2024,   15:19
ვრცლად
საარჩევნო სიის საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება

საარჩევნო სიის საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი მოსახლეობას ყოველდღიურად ხვდება. ამჯერად, შეხვედრა ბახტრიონისა და ალექსიძის ქუჩების მცხოვრებლებთან გაიმართა.

შეხვედრას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიზო ვასაძე და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ესწრებოდნენ.

დელეგატმა მოქალაქეებს, "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმები გააცნო. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

განიხილეს აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული საჭიროები და მათი გადაჭრის გზები.

დღის ამბები