27 სექტემბერი 2024,   15:19
ვრცლად
"ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ არჩევნებს აუცილებლად მოჰყვება არეულობა" - მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში, თბილისში ისევ პოლიტიკური დისკუსიის თემაა

თბილისში ისევ პოლიტიკური დისკუსიის თემაა მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში - ამჯერად საუბარია დოკუმენტის იმ ნაწილზე, სადაც შემდეგი ტექსტი წერია - " ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ არჩევნებს აუცილებლად მოჰყვება არეულობა." ტექსტში განხილულია რამდენიმე სცენარი. აღნიშნულია, რომ თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს ხელისუფლება არ დათმობს, თუ "ქართული ოცნება" აიღებს ხმების უმრავლესობას, იქნება პროტესტი.

ანგარიშში წერია, რომ შეუძლებელი არ არის, ოცნებამ აიღოს ხმათა ორი მესამედი, რომელიც საჭიროა პოლიტიკური ოპოზიციის ელიმინაციისთვის.

ტექსტში ასევე აღნიშნულია რომ ცესკოს შედეგები არ იქნება სათანადო, თუ ის გამარჯვებულად "ოცნებას" გამოაცხადებს, მაგრამ აღმოჩნდება რომ სადამკვირვებლო მისიებს ხელი შეეშალათ. დოკუმენტში წერია ისიც, რომ შარლ მიშელმა უნდა განიხილოს საქართველოში დაბრუნება.

"ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ არჩევნებს აუცილებლად მოჰყვება არეულობა. თუ ოპოზიცია დამარცხდება, იქნება ფართო პროტესტი, ხოლო თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, "ქართული ოცნება“ არ დათმობს პოზიციას და ამ შემთხვევაშიც იქნება სამოქალაქო არეულობა. გაურკვეველია, რა შედეგები მოჰყვება არეულობას, როგორი იქნება მომიტინგეების სიმტკიცე და პოლიციისა და სამხედროების ვალდებულება, იბრძოლონ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა შეუძლებელი არ არის, რომ ოცნებამ აიღოს ხმათა ორი მესამედი, რომელიც საჭიროა პოლიტიკური ოპოზიციის ელიმინაციისთვის. ევროკავშირმა უნდა განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერება, სანამ შესაბამისი რეფორმები არ გატარდება. შარლ მიშელმა განიხილოს საქართველოში მისიით დაბრუნება, რათა აიძულოს ოცნების კანონმდებლები, პატივი სცენ მათ ადრეულ შეთანხმებებს; თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია "ქართულ ოცნებას“ გამარჯვებულად გამოაცხადებს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ სადამკვირვებლო ჯგუფებს მნიშვნელოვნად შეუშალეს ხელი ან ისინი განაცხადებენ სერიოზული დარღვევების შესახებ, რაც შედეგებს არასანდოს გახდის, საერთაშორისო ზეწოლა გადამწყვეტი იქნება საჩივრების განხილვის, აუდიტის, ხმების გადათვლისა და საჭიროების შემთხვევაში,"- აღნიშნულია ანგარიშში.

დღის ამბები