27 სექტემბერი 2024,   15:20
ვრცლად
ეკა სეფაშვილი წინასაარჩევნო ბანერებზე: „ოპოზიციის ისტერია გამოწვეულია იმით, რომ მათ ზრახვებს ასეთი თვალსაჩინო ვიზუალიზაცია მოუძებნა „ქართულმა ოცნებამ“

ოპოზიციის მხრიდან მმართველი გუნდის წინასაარჩევნო ბანერების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას რადიკალების მიზნების მხილებად აფასებს „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანი ეკა სეფაშვილი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბანერებით „ქართული ოცნება“ მოსახლეობას ახსენებს, რას უპირებს ოპოზიცია ქვეყანას.

„ოპოზიციის ისტერია გამოწვეულია იმით, რომ მათ ზრახვებს ასე თვალხილულად და ასეთი თვალსაჩინო ვიზუალიზაცია მოუძებნა „ქართულმა ოცნებამ“ და ქართველ ხალხს შეახსენა ის, თუ რას უპირებს ოპოზიცია საქართველოს და ზოგადად ქვეყნის მოსახლეობას. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ოპოზიციონერების გამონათქვამები და მათი გამწარებული მოწოდებები ომისაკენ, ის თუ როგორ მოუწოდებდნენ ისინი მოსახლეობას, ქვეყანას, ხელისუფლებას ომში ჩართვისკენ.

სწორედ ამას ავცდით ჩვენ და 2 წლის მანძილზე, გავუძელით უზარმაზარ წნეხს და ზეწოლას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დღის ამბები