27 სექტემბერი 2024,   15:19
ვრცლად
აჰმედ იმამკულიევი თინა ბოკუჩავას - სასწრაფოდ გამოიყვანეთ ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიიდან

 

აჰმედ იმამკულიევი "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში მოხვედრას აპროტესტებს და პარტიის თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას მისი სახელის სიიდან ამოღებას სთხოვს.

როგორც იმამკულიევი აღნიშნავს, იგი პარტიის საპარლამენტო სიაში მისი თანხმობის გარეშე მოხვდა.

"აქედან მივმართავ პარტია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას თავმჯდომარეს ქალბატონ Tina Bokuchavaს სასწრაფოთ გამოიყვანეთ ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიიდან.
ჩემი თანხმობის გარეშე, ჩემი სახელი შეუტანიათ ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობას საპარლამენტო სიაში.
ვინც დაწერა ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიაში და იფიქრა რომ მე ამით შეურაწყოფა მომაყენოს ან ვითომ დამჩაგრავს, ის პირველ რიგში არის უპასუხისმგებლო არარაობა და დანარჩენი @&#%*+£!& რაც აქ საჯაროდ ვერ ვწერ!"-წერს იმამკულიევი სოციალურ ქსელში.

დღის ამბები