27 სექტემბერი 2024,   16:11
ვრცლად
შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო.

ეროვნული გმირის საფლავზე ასევე იმყოფებოდნენ: პარლამენტის წევრები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები. სოხუმის დაცემის დღეს, ტრაგიკულად დაღუპული ჟიული შარტავას საფლავზე მამა ლევან ჯანაშიამ სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა რომელსაც ჟიული შარტავას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

ჟიული შარტავა, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, სეპარატისტებმა დახვრიტეს.

დღის ამბები