27 სექტემბერი 2024,   17:28
ვრცლად
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს კონფლიქტი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მშვიდობიანად მოგვარდეს - ლევან იოსელიანი

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. ლევან იოსელიანი გალში მიმავალ და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოსულ მოქალაქეებს შეხვდა.

მოისმინა მათი პრობლემების შესახებ. ომბუდსმენის თქმით, მთავარი გზავნილი არის ის, რომ მხოლოდ მშვიდობით შეიძლება ურთიერთობების აღდგენა, შერიგება და უფლებების გაუმჯობესება.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მშვიდობიანად მოგვარდეს და ადამიანების უფლებები ამ ხიდის ორივე მხარეს თანაბრად იყოს დაცული - სადაც არ არის მშვიდობა, იქ არ არის დაცული ადამიანის უფლებები.

ჩემი მთავარი სამშვიდობო გზავნილი აფხაზი ძმების და დების მიმართ არის ის, რომ ჩვენს შორის არსებული დაპირისპირება, აუცილებლად შერიგებით უნდა დასრულდეს და ადამიანების მდგომარეობა, მათი უფლებების დაცვისა და ცხოვრების ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

დღის ამბები