27 სექტემბერი 2024,   17:24
ვრცლად
მცდელობა აქვთ, რომ არჩევნებთან დაკავშირებით შეფასება გააკეთონ, რა შეფასება უნდა გააკეთოს რადიკალმა "ნაცმა"?! - კახა კალაძე

"ქართული ოცნება" არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციური პარტიების კავშირზე საუბრობს. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და "რადიკალური ოპოზიცია" "ერთი ხელით იმართებიან".

"ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ესენი სხვადასხვა ადამიანები არიან, ან თუნდაც, დამკვირვებლებად რომ რეგისტრირდებიან, ჩვეულებრივი, პოლიტიკური პარტიის წევრები არიან. ვიღაცისთვის ნაცნობი, ვიღაც კონკრეტული შეიძლება უცნობი იყოს, მაგრამ ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, რადიკალები არიან, უბრალოდ სხვადასხვა ფუნქციები აქვთ და სხვადასხვა სახელები ჰქვიათ, თორემ ერთი ხელით იმართება ეს ყველაფერი. მცდელობა აქვთ იმისა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით შეფასება გააკეთონ. რა შეფასება უნდა გააკეთოს რადიკალმა "ნაცმა"?!" - აცხადებს კახა კალაძე.

დღეს, "ქართული ოცნების" წევრმა, გივი მიქანაძემ სპეციალურ ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის კავშირზე ისაუბრა. ერთ-ერთ მთავარ მაგალითად სახელისუფლებო გუნდში ლელა ჯეჯელავას და ივა ჭყონიას საარჩევნო სიებში ყოფნა დაასახელეს.

ლელა ჯეჯელავა არის "აირჩიე ევროპას" დამფუძნებელი. ეს ორგანიზაცია ანტიკორუფციულმა ბიურომ პოლიტიკურ სუბიექტად მიიჩნია, რასაც კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. გუშინ გაირკვა, რომ ლელა ჯეჯელავა "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ სიაშია. რაც შეეხება ივა ჭყონიას, ის არჩევნებში მონაწილეობას "კოალიცია ცვლილებებისთვის" სახელით მიიღებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები