27 სექტემბერი 2024,   17:24
ვრცლად
არ მგონია, რომ ამ ანგარიშს რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, გარდა იმისა, რომ კონკრეტული ადამიანის მიერ დანახული ჩვენი შიდა პოლიტიკური ამბავია - ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშზე

მე განსაკუთრებულ ყურადღებას ამ ანგარიშს არ მივანიჭებდი, მაგრამ ის, რომ თეორიულად წარმოსადგენია მიტინგები, დარბევა და ა.შ. მათ შორის არჩევნების შემდეგ, ეს ძალიან გასაგებია, - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშს ეხმიანება.

ამჯერად საუბარია დოკუმენტის იმ ნაწილზე, სადაც შემდეგი ტექსტი წერია: "ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ არჩევნებს აუცილებლად მოჰყვება არეულობა." ტექსტში განხილულია რამდენიმე სცენარი.

ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ანგარიში კონკრეტული ადამიანების მიერ დანახული შიდა პოლიტიკური საკითხია.

"მე არ მგონია, რომ ამ ანგარიშს რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, გარდა იმისა, რომ კონკრეტული ადამიანის მიერ დანახული ჩვენი შიდა პოლიტიკური ამბავია. ენჯეოების პოზიციები, ხელისუფლების პოზიციები და ა.შ. ამიტომ, თავისთავად, მე განსაკუთრებულ ყურადღებას ამ ანგარიშს არ მივანიჭებდი, მაგრამ ის, რომ თეორიულად წარმოსადგენია მიტინგები, დარბევა და ა.შ. მათ შორის არჩევნების შემდეგ, ეს ძალიან გასაგებია. მეორე საკითხია, რამდენად ლეგიტიმური იქნება მიტინგები და მისი დარბევა. ეს დამოკიდებულია არჩევნებზე. ამიტომ, არჩევნები თუ მშვიდად ჩაივლის, მგონი, არც არაფერი მოხდება," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები