თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ საარჩევნო სიას გამოეხმაურა.
მისივე შეფასებით, აღნიშნული სია წარმატებული და პროფესიონალი ადამიანებისგან შედგება.
"ჩვენი გუნდის საარჩევნო სია დაკომპლექტებული არის წარმატებული, პროფესიონალი ადამიანებით. ყველაზე მთავარი - მათ აქვთ ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და პატიოსნება. შესაბამისად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელიც მოახლოებულ არჩევნებს კონსტიტუციური უმრავლესობით მოიგებს,"- განაცხადა კახა კალაძემ.