27 სექტემბერი 2024,   18:17
ვრცლად
"შეცდომა არ არის ტრაგედია, ადამიანის ბუნებრიობა ცნობისმოყვარეობაში და მცდელობაშია" - ზურა მხეიძე

ფსიქოლოგ ზურა მხეიძის განცხადებით, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რის გამოც ადამიანებს ცვლილების ეშინიათ გაურკვევლობაა. როგორც მან "რუსთავი 2-ის" დილის გადაცემაში განმარტა, ცვლილებების დროს ადამიანებმა არ იციან კონკრეტულ ნაბიჯს რა შედეგი მოჰყვება.

როგორც მხეიძე აღნიშნავს, შეცდომა არ არის ტრაგედია და ადამიანის ბუნებრიობა ცნობისმოყვარეობაშია.

"პირველი, თუ რაღაცას არ ვაკეთებ ესე იგი არც ისე ძალიან მინდა. არის მეორე ვარიანტი, მეშინია რაღაც ახლის დაწყება იმიტომ, რომ ის გაურკვეველია. ვთქვათ, თქვენ რაღაც იცით რაღაც სფეროში, მეორე სფეროში ნაკლებად, გთავაზობენ სამსახურს, ორი არჩევანია - ერთი, წავიდე იქ რაც კარგად ვიცი, ან ვთქვა, რომ ეს ვიცი და მოდი ახალს ვცდი. მეორე არის განვითარების გზა. თუ ადამიანს ტოტალურად ეშინია ცვლილების, მაშ ის ვერასდროს გავა სცენარის ავტორობაზე. შეცდომა არ არის ტრაგედია. ადამიანის ბუნებრიობა ცნობისმოყვარეობაში და მცდელობაშია", - აღნიშნავს ზურა მხეიძე.

როგორც ფსიქოლოგი განმარტავს, ყელა სახის ურთიერთობა, მათ შორის უარყოფითიც, პიროვნული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ახალ ცხოვრებისეულ შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას გაძლევს.

"ნებისმიერი ახალი ურთიერთობა, თუნდაც უარყოფითი, გხდის უფრო ჭკვიანს, იქ ახალი რაღაც ხდება, ახალი შთაბეჭდილება, ახალი გამოცდილება.

კოლბერგი ამბობდა, რომ განვითარების რამდენიმე ეტაპი არსებობს:

ერთი ეტაპია - არ ვიქცევი ცუდად იმიტომ, რომ დავისჯები.

მეორე - მოგექცევი ისე, როგორც მომექცევი.

მესამე - როდესაც ღირებულებებით ხელმძღვანელობ, ცუდად მოგექცევიან, მაგრამ შენ, მაინც კარგად მოექცევი იმიტომ, რომ შენზე სიტუაცია კი არ მოქმედებს, არამედ პიროვნება და შენი ღირებულება. ეს არის ყველაზე მაღალი სტადია ადამიანური განვითარების, როცა შენ ცუდი გაგიკეთეს, მაგრამ არ პასუხობ, შენი ღირებულებების გამო", - განაცხადა ზურა მხეიძემ.

დღის ამბები