27 სექტემბერი 2024,   21:19
ვრცლად
ქარიშხალ "ჰელენს" 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 მილიონი მოქალაქე კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

აშშ-ში, ქარიშხალ "ჰელენს" 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 მილიონი მოქალაქე კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

ქარიშხალი "ჰელენი" ფლორიდის შტატს, ბიგ-ბენის რეგიონში დაატყდა თავს. მას მე-4 კატეგორია აქვს მინიჭებული, ქარის სიჩქარე კი საათში 225 კმ-ს აღწევს.

ქარიშხალი ფლორიდიდან, ჯორჯიის შტატში, შემდეგ კი კაროლინაში გადავიდა, რის შედეგადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა და 3 მილიონი მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

რეგიონს კიდევ უფრო ძლიერი წყალდიდობა ემუქრება. პარასკევს უფრო მეტი წვიმაა მოსალოდნელი, რადგან "ჰელენი" ტენესის შტატისკენ მიემართება.

დღის ამბები