28 სექტემბერი 2024,   01:34
ვრცლად
რუსეთში ავიაკატასტროფას პუტინის პარტიის დეპუტატი შეეწირა

რუსეთში, არხანგელსკის ოლქში, კერძო ვერტმფრენმა Robinson R44-მა ავიაკატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც 2 პირი დაიღუპა. მათ შორის - პუტინის პარტიის, "ერთიანი რუსეთის" დეპუტატი. ინფორმაციას რუსული მედია ვრცელებს.

26 სექტემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი, რომელიც სოფელ ბიჩიედან სოფელ კარანდაშევსკაიაში მიემართებოდა, გაუჩინარდა და ეკიპაჟი კავშირზე არ გამოდიოდა, რის შემდეგაც სამძებრო ოპერაცია დაიწყო.

როგორც რუსული მედიასაშუალებები დილიდან იტყობინებიან, ნაპოვნია ვერტმფრენის ნამსხვრევები და ავარიის ადგილზე - ორი ცხედარი.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრენა შესაბამისი ოფიციალური ნებართვის გარეშე სრულდებოდა.

ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 

დღის ამბები