28 სექტემბერი 2024,   03:15
ვრცლად
"უნიკალური მამა და სპორტსმენი" - ბრიტანეთში, ცნობილი მორაგბე გარდაიცვალა

ბრიტანეთში, ცნობილი მორაგბე ლიამ კენინგი გარდაიცვალა. სპორტსმენის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, მისმა მეუღლემ და სარაგბო კლუბმა Rossendale-მ სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს. 

"დიდი გულისტკივილით გატყობინებთ ლიამ კენინგის გარდაცვალების შესახებ. ის ერთადერთი იყო და ძალიან დიდ როლს თამაშობდა ჩვენი კლუბისთვის. ის ძალიან დაგვაკლდება", - აღნიშნულია Rossendale-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალგაზრდა მამაკაცს ორსული ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. კენინგის მეუღლემ ორსულობის შესახებ მის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შეიტყო.

მორაგბის გარდაცვალების დეტალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

დღის ამბები