29 სექტემბერი 2024,   13:34
ვრცლად
"ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია არის სამართლიანობის ზომა მისი მრავალი მსხვერპლისთვის, მათ შორის ათასობით ამერიკელი, ისრაელელი და ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქისთვის " - ჯო ბაიდენი

"ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია არის სამართლიანობის ზომა მისი მრავალი მსხვერპლისთვის, მათ შორის ათასობით ამერიკელი, ისრაელელი და ლიბანელი მშვიდობიანი მოქალაქისთვის", - ამის შესახებ ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ჰასან ნასრალა და "ჰეზბოლა" პასუხისმგებლები იყვნენ ასობით ამერიკელის მკვლელობაზე ოთხი ათწლეულის განმავლობაში.

ჯო ბაიდენი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი "ჰეზბოლას", "ჰამასის", "ჰუსიტების" და ირანის მიერ მხარდაჭერილი ნებისმიერი სხვა ტერორისტული ჯგუფისგან. მისი თქმით, აშშ-ის მიზანია კონფლიქტის დიპლომატიური საშუალებებით დეესკალაცია როგორც ღაზაში, ისე - ლიბანში.

 

დღის ამბები