29 სექტემბერი 2024,   17:09
ვრცლად
"ჰეზბოლას" ლიდერის მკვლელობის გამო, ირანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივ დანიშვნას ითხოვს

"ჰეზბოლას" ლიდერის მკვლელობის გამო, ირანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივ დანიშვნას ითხოვს - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საბჭოს 15 წევრისადმი გაგზავნილ წერილში, გაერო-ში ირანის ელჩი აღნიშნავს, რომ თეირანი არ მოითმენს "ნებისმიერ თავდასხმას თავისი ქვეყნის დიპლომატიურ შენობებსა და წარმომადგენლებზე".

ამასთან, გაერო-ში ირანის ელჩმა მოუწოდა უშიშროების საბჭოს, გაატაროს "გადამწყვეტი ქმედებები" ისრაელის წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილონ რეგიონის ჩაბმა სრულმასშტაბიან ომში.


დღის ამბები