10 თებერვალი 2025,   04:46
ვრცლად
დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზღვაზე - შტორმული ღელვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

დღის ამბები