24 დეკემბერი 2024,   07:37
ვრცლად
პროგრამა თბილისში მცხოვრები უსახლკაროებისთვის - დედაქალაქის მთავრობის გათვლით, უსახლკარო ოჯახები საცხოვრებელი ფართებით მომავალი წლის ბოლომდე დაკმაყოფილდებიან

თბილისში რეგისტრირებული უსახლკარო ოჯახებისთვის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართები გამოიყო. გადაწყვეტილება თბილის მერმა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. ამ დროისთვის მერია 151 საცხოვრებელი ბინის კეთილმოწყობაზე ზრუნავს, რომელსაც უსახლკარო ოჯახები ეტაპობრივად მიიღებენ.

ქეთევან გიგაურის ოჯახი ერთ ერთი, რომელსაც წლების განმავლობაში უსახლკაროს სტატუსი ჰქონდა. ახლა კი ორ კვირაზე მეტია, რაც მერიამ უკვე უზრუნველყო საცხოვრებლით და მას
ახლა საკუთარი ბინა აქვს.

უსახლკარო სტატუსის მქონე 400-მდე ოჯახიდან 100-ზე მეტმა უკვე მიიღო საცხოვრებელი. განსაზღვრულია კრიტერიუმები, რომლითაც უსახლკაროებს სტატუსის მიენიჭებათ. მუნიციპალური თავშესაფრისთვის გადასაცემი 151 ბინა მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა.

2021 წლის მონაცემებით, რეგისტრირებული ყველა უსახლკარო, 2025 წლის ბოლომდე მიიღებს საცხოვრებელ ბინას.

 

ავტორი: სიმონ შანავა. 

 

 

დღის ამბები