24 დეკემბერი 2024,   07:38
ვრცლად
ახალი მთავრობა - როგორია 25 ნოემბრის გეგმები მთავრობისთვის ოპოზიციის პროტესტის ფონზე

25 ნოემბერს, მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს, სამთავრობო პროგრამაც წარედგინება.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე, საპარლამენტო არჩევნების შედეგი შეაჯამა და განაცხადა, რომ ცესკოს საბოლოო ოქმმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული ოცნების დამაჯერებელი გამარჯვება.

890 000-ით მეტი მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით და 325 000-ზე მეტი ხმა, ვიდრე სრულად ოპოზიციამ. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რეფერენდუმში ომსა და მშვიდობას შორის, ქართველმა ხალხმა არჩევანი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების სასარგებლოდ გააკეთა.

მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად ემზადებიან "ქართული ოცნების" წევრები. პირველი სხდომის პარალელურად კი მმართველი გუნდის 89 დეპუტატი პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპონენტებისგან პროვოკაციებს ელოდებიან.

მმართველი გუნდის ოპონენტები, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ.

ოპოზიციის მხრიდან მანდატების დატოვების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, სოციალური ქსელით გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი. მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საპარლამენტო მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ უნდა მიმართონ. საკანონმდებლო ორგანო საქმიანობას, 25 ნოემბერს დაიწყებს.

დღის ამბები