24 დეკემბერი 2024,   07:30
ვრცლად
"ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, 19 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბერს 11:00-იდან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ბიწმენდი, ჭოპორტი, საგურამო, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წინამძღვრიანთკარი, ბურიანი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 11:05 საათამდე და 14:55-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში და ავჭალის მასივში; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანი, ქერიაანთკარი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები