19 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
მეათასე დღე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან - ოკუპანტი იერიშებს აგრძელებს, არის მსხვერპლი

1 000 დღე შესრულდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან. სუმის ოლქში რუსეთის თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა. სასაზღვრო სოფელ გლუხოვოს მიმართულებით ოკუპანტმა საბრძოლო დრონები გაუშვა. დასახლებაში კერძო საცხოვრებელი სახლები და მეურნეობები განადგურდა. დაჭრილია 12 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია.

"შაჰედის" დრონებით, ზაპოროჟიეზე იერიშის შედეგად, ათასობით მოსახლე ჯერ კიდევ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გლოვის დღეა გამოცხადებული დღეს უკრაინაში, ოდესის დაბომბვის გამო. იერიშის შემდეგ, დაშავებულთა რაოდენობა უკვე 55-მდე გაიზარდა, მათ შორის 3-ის მდგომარეობა კრიტიკულია. დაიღუპა 10.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში 8 საბრძოლო მიმართულებით წინ წაიწიეს.

დღის ამბები