19 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
"ის არაერთხელ დამარცხდა კონსტიტუციასთან ბრძოლაში და ახლაც, დარწმუნებულები ვართ, ანალოგიური შედეგი დადგება" - არჩილ გორდულაძე სალომე ზურაბიშვილზე

"ის არაერთხელ დამარცხდა კონსტიტუციასთან ბრძოლაში და ახლაც დარწმუნებულები ვართ, რომ ანალოგიური შედეგი დადგება და აუცილებლად დამარცხდება," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც არჩევნების ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელს გამოეხმაურა.

არჩილ გორდულაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი სრულიად აცდენილია საქართველოში მიმდინარე რეალობასა და კანონმდებლობას.

"სალომე ზურაბიშვილს კომიკური დამოკიდებულება და ნეგატიური შედეგები აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ის არაერთხელ დამარცხდა კონსტიტუციასთან ბრძოლაში და ახლაც დარწმუნებულები ვართ, რომ ანალოგიური შედეგი დადგება და აუცილებლად დამარცხდება. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ეს ქალბატონი რა განცხადებას გააკეთებს. სრულიად აცდენილია საქართველოში მიმდინარე რეალობას, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას, კონსტიტუციას, ჩვენი ქართველი ხალხის ნებას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. თავისი განსხვავებული აქცენტით, რა განცხადებას გააკეთებს და შეძლებს თუ არა ქართველ ხალხს გააგებინოს რამე, ეს ნაკლებად საინტერესოა, მისი სადარდებელია," - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები