რუსეთში, ქალაქ ჩიტაში, სასტუმროს შენობაში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ქრობის პროცესში, შენობაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ტრანს-ბაიკალის ტერიტორიის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შენობაში აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. ხანძარი სამზარეულოში ზეთის აალების შედეგად გაჩნდა.