ციფრული უნივერსიტეტი, ხისა და კერამიკის სახელოსნოები, განახლებული ბიბლიოთეკა - გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი სარეაბილიტაციო სივრცე მოეწყო.
პენიტენციურ სისტემაში ეს რიგით მე-6 "ციფრული უნივერსიტეტია"- მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, ონლაინ დაესწრონ ლექციებს და ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.