19 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
ირაკლი ფავლენიშვილი ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე: "ეს საკითხები ისედაც დასმულია ევროკავშირის მიერ"

მავნებლობის შემდეგ, ჯაშუშობას უწოდებს "ქართული ოცნება" ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილს.

ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს - ტექსტში პოლიტიკური ჯგუფები მოუწოდებდნენ ევროკავშირს, არ აღიაროს საქართველოში ჩატარებული არჩევნები და შეაჩეროს როგორც მთავრობის დაფინანსება, ასევე - ხელისუფლებასთან ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, წერილში მოყვანილ საკითხებზე ევროკავშირი ისედაც მუშაობს.

"ეს საკითხები ისედაც დასმულია ევროკავშირის მიერ. არა მხოლოდ ევროკავშირის ელჩმა, არამედ თვითონ ევროკავშირის ინსტიტუციების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს ამის შესახებ. ამის მიზეზი გახლავთ არა ოპოზიცია და ქართველი ხალხი, არამედ გახლავთ ის სინდიკატი, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და რომლის განეიტრალება არის სტრატეგიული მიზანი, როგორც ოპოზიციის, ისე - ქართველი ხალხისაც", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

დღის ამბები