24 დეკემბერი 2024,   07:39
ვრცლად
გიორგი ვოლსკი ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე: ეს წერილი სავსეა სიცრუით - მას წერენ ადამიანები, რომელთაც სამშობლო არ გააჩნიათ

წერილს წერენ ადამიანები, რომელთაც სამშობლო არ გააჩნიათ. ეს წერილი სავსეა სიცრუით, რომ არჩევნებზე 120 ათასი დარღვევა მოხდა, - განაცხადა ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

"წერილს წერენ ადამიანები, რომელთაც სამშობლო არ გააჩნიათ. ეს წერილი სავსეა სიცრუით, რომ არჩევნებზე 120 ათასი დარღვევა მოხდა; რომ 200 თუ 300 ათასი ხმა გაყალბდა და ამიტომ საქართველოს უნდა დაუწესდეს სანქციები და მის მიმართ ზომები უნდა გატარდეს, სანამ ეს ხელისუფლება არ დაინგრევა, არ ჩამოიშლება და არ მოვა ის ადამიანი, იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც ადრე ქვეყნის მმართველობით თავი გამოიჩინეს და სისხლიანი ხელებით არიან", - განაცხადა ვოლსკიმ.

ოპოზიციის მიერ ბრიუსელში გაგზავნილი წერილის შემდეგ, ჯოზეფ ბორელი საქართველოში პოლიტიკურ მისიას გამოგზავნის, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებულ მდგომარეობას შეისწავლის. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დღის ამბები