24 დეკემბერი 2024,   07:43
ვრცლად
"ორ ნაწილად ვყოფ ამ ამბავს - ერთი, არ იმყოფებოდა ადამიანების ის რაოდენობა, რომელიც საკმარისია გზის გადასაკეტად და მეორე, როდესაც მელიქიშვილზე დაიწყეს ადამიანების დაკავება, პოლიციის მხრიდან გადამეტებული იყო ძალა" - ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, თუ ქუჩაში არ არის საკმარისი რაოდენობის ადამიანი, პოლიციას აქვს ლეგიტიმაცია, დემონსტრანტებს გზის სავალ ნაწილზე გადასვლა მოსთხოვოს, რისი უფლებაც გამთენიისას სამართალდამცველებს ჰქონდათ, თუმცა, როგორც ომბუდსმენმა განმარტა, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეების დაკავებისას სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს.

"ყველაფერს სჭირდება გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ ჩვენ მოვიძიოთ ინფორმაცია დაკავებულების შესახებ, იმისთვის, რომ ყველა კადრი ვნახოთ, რომელიც დაკავშირებულია ამ ღონისძიებასთან, რასაც პოლიცია ახორციელებს და შევაფასოთ პროპორციულობა.

მაშინ, როდესაც ადამიანები გამოხატავენ პროტესტს, მათ აქვთ უფლება, მათ შორის, თუ რაოდენობა არის შესაბამისი, გადაკეტონ გზა და გამოხატონ ეს პროტესტი. თუ არ არის საკმარისი რაოდენობის ადამიანი, პოლიციას აქვს ლეგიტიმაცია, რომ მოქალაქეები გადაიყვანოს სავალ ნაწილზე.

ორ ნაწილად ვყოფ ამ ამბავს - ერთი შემთხვევა, როდესაც იყო გზის გახსნა ვარაზის ხევში, სადაც არ იმყოფებოდა ადამიანების ის რაოდენობა, რომელიც საკმარისი იყო გზის გადასაკეტად და მეორე, როდესაც მელიქიშვილზე დაიწყეს ადამიანების დაკავება, სადაც, განცხადებაც გავავრცელეთ, რომ პოლიციის მხრიდან გადამეტებული იქნა ძალა", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები