24 დეკემბერი 2024,   07:36
ვრცლად
"დღევანდელი დილა უმძიმესი სანახავი იყო - მშვიდობიან მოქალაქეებს, კანონის დარღვევით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ" - სოფო ჯაფარიძე

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, სამართალდამცველები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს კანონდარღვევით უსწორდებოდნენ, რაც, მისივე თქმით, "მძიმე სანახავი იყო".

როგორც ჯაფარიძემ "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა მმართველი გუნდის რეალური სახე.

"პირველ რიგში, არ შეიძლება დღევანდელ დილას არ გამოვეხმაურო, რომელიც იყო უმძიმესი სანახავი. დღეს, კიდევ ერთხელ, ვნახეთ "ქართული ოცნების" და რუსი, მშიშარა ოლიგარქის რეალური სახე, რომლებსაც ყველაზე მეტად ქართველი ხალხის ეშინიათ, ხალხი, რომელსაც მოჰპარეს ხმა, რომელსაც მოჰპარეს არჩევნები. ვიდექით 24 საათის განმავლობაში და ვაპროტესტებდით მოპარულ არჩევნებს მშვიდობიანად, რასაც აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას.

"ქართულმა ოცნებამ" გომელაურის უწყების სრულ მობილიზაცია მოახდინა, ასევე ვხედავდით ხარებასა და მის დაჯგუფებას, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებს. ძალიან მძიმე სანახავი იყო, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეებს კანონის დარღვევით უსწორდებოდნენ ფიზიკურად, მათ შორის, ქალებს", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

დღის ამბები