23 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
ისლანდიაში, ტურისტულ ზონაში ვულკანი ამოიფრქვა - ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

ისლანდიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანის ამოფრქვევის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

ვულკანის ამოფრქვევა "ლურჯი ლაგუნის" პოპულარული თერმული კურორტების მახლობლად მოხდა, რის გამოც ქალაქ გრინდავიკის და ტურისტული ზონის ევაკუაცია განხორციელდა.

ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ვულკანური აქტივობა სოფელ გრინდავიკთან მდებარე სუნდნუკაგიგარის ღრმულთან ადგილობრივი დროით 23:14 საათზე დაიწყო.

პატარა მეთევზეთა სოფელი, რომელიც რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, ლურჯი ლაგუნიდან 3 კილომეტრით არის დაშორებული.

დღის ამბები