23 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
"დესტრუქციული ქმედებების პარალელურად, ქუჩაში უმსგავსობიდან დაწყებული საკონსტიტუციო სარჩელებით გაგრძელებული, საქართველოს პარლამენტი დაიწყებს ფუნქციონირებას" - ნინო წილოსანი

2 დღე პირველ სხდომამდე - ორშაბათს 12:00 საათზე, მე-11-ე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება.

წინააღმდეგობის მიუხედავად, "ქართული ოცნების" 89 დეპუტატი, დანარჩენი 61-ის უფლებამოსილებასაც ცნობს. 25 ნოემბერს მმართველი გუნდი პარლამენტში, ოპოზიცია კი პარლამენტთან მივა. დაგეგმილია საპროტესტო აქცია.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მიუხედავად ოპოზიციის "არაერთი დესტრუქციული ქმედებისა", საქართველოს პარლამენტი დაიწყებს ფუნქციონირებას:

"25 ნოემბერს გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა და დეპუტატების უფლებამოსილება იქნება ცნობილი. 25-ში იქნება არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე, მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარეები, დაკომპლექტდება პარლამენტი, მათ შორის, დაფორმირდება ფრაქციები. კონსტიტუციაში გაწერილია სწორედ ისეთი შემთხვევები - ვიღაც ვიგინდარებმა რომ იჩივლონ საკონსტიტუციო სასამართლოში, რეალურად ამან ვერ შეაჩეროს საქართველოში პოლიტიკური პროცესები და რაც მთავარია, ვერ შეაჩეროს ქართველი ხალხის არჩევანის განხორციელება. იმის პარალელურად, რომ არაერთი დესტრუქციული მოქმედებაა, ქუჩაში უმსგავსობიდან დაწყებული საკონსტიტუციო სარჩელებით გაგრძელებული, საქართველოს პარლამენტი დაიწყებს ფუნქციონირებას,"- აცხადებს მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.

დღის ამბები