2 დღე პირველ სხდომამდე - ორშაბათს 12:00 საათზე, მე-11-ე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება.
წინააღმდეგობის მიუხედავად, "ქართული ოცნების" 89 დეპუტატი, დანარჩენი 61-ის უფლებამოსილებასაც ცნობს. 25 ნოემბერს მმართველი გუნდი პარლამენტში, ოპოზიცია კი პარლამენტთან მივა. დაგეგმილია საპროტესტო აქცია.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია ეცდება, პარლამენტში თავისი შემოსვლა გაამართლოს:
"ოპოზიცია ეცდება, პარლამენტში თავისი შემოსვლა გაამართლოს იმით, რომ ეს არის პლატფორმა და ტრიბუნა, საიდანაც უფრო მეტი ზიანი შეიძლება მიაყენოს ვითომ ოპონენტს, მაგრამ რეალობაში საქართველოს. უფრო მეტი რესურსი ჰქონდეთ ხელში, რომ საქართველოში რევოლუციისა და დესტაბილიზაციის პროცესი არ შეჩერდეს. ფიქრობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, საექსპერტო ჯგუფებიც, რომ ისინი გამოიყენებენ პირველ სხდომას, რათა თავისი დესტრუქციის ეფექტურობა დაანახონ სწორედ პარლამენტის ტრიბუნიდან,"- აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დელეგატი გიორგი ვოლსკი.