ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, სუნიტურ და შიიტურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი, ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გვიან ღამით ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის კურამის რაიონში მოხდა. პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ბაგანსა და ბაჩა კოტში მაღაზიებს, სახლებსა და სამთავრობო შენობებს ცეცხლი წაუკიდეს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, კურამში, შიიტ მუსლიმებს, რომლებიც ავტობუსებით გადაადგილდებოდნენ, შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 42 ადამიანი დაიღუპა.