თბილისში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა იმართება. ღონისძიებაში 160 მეწარმე ქალი მონაწილეობს, მათ შორის, ლტოლვილი ქალები უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან.
გამოფენის მონაწილეები, სტუმრებს საკუთარ ნაწარმს - ღვინოს, ხელნაკეთ ნივთებს, აქსესუარებს და სადღესასწაულო პროდუქციას წარუდგენენ. გამოფენა-გაყიდვა "ექსპო ჯორჯიას", მეთერთმეტე პავილიონში იმართება.