დიდ ბრიტანეთს ქარიშხალი "ბერტი" დაატყდა თავს, რამაც ძლიერი წვიმა, ქარი და ზოგ რეგიონში თოვლი გამოიწვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქარიშხლის შედეგად, შეფერხებულია საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობა.
შოტლანდიაში და ინგლისის გარკვეულ რეგიონებში, მოსახლეობა ძლიერი თოვლის მოლოდინშია, რეგიონებში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული.
მეტეოროლოგიური ბიურო შტორმ “ბერტს” “მრავალმხრივ საშიშ” სტიქიურ მოვლენას უწოდებს.
სარკინიგზო კომპანიებმა, მგზავრებს მოუწოდეს გარკვეულ რეგიონებში მგზავრობას თავი აარიდონ, რადგან გზები დაკეტილია.