06 დეკემბერი 2024,   15:08
ვრცლად
ედიშერ გვენეტაძე პაველ ჰერჩინსკიზე: ეს ელჩი არის ევროკავშირიდან “რევალუციის“ მოსახდენად დანიშნული ინსტრუქტორი

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის მიერ გავრცელებას ინფორმაციას ეხმიანება, თითქოს “საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით“.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, ზემოთ ხსენებული ელჩი არის ევროკავშირიდან რევოლუციის მოსახდენად დანიშნული ინსტრუქტორი და გუშინ დაარიგა მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, როგორ მოახდინონ გადატრიალება 20 იანვრამდე ანუ ტრამპის ინაუგურაციამდე, ვინაიდან იციან, რომ შემდეგ უმძიმეს დღეში ჩავარდებიან.

“დაიწყეს გლობალური ომის პარტიიდან მიღებული ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება. ეს ელჩი არის ევროკავშირიდან “რევალუციის“ მოსახდენად დანიშნული ინსტრუქტორი. გუშინ მეხუთე კოლონის წარმომადგენლები მასთან მივიდნენ. ესაუბრა, დაარიგა. უეჭველია თანხებიც გადასცა და წუხელისვე შეუდგნენ საქმის კეთებას.

ჩქარობენ. აქ გადატრიალების მოხდენა უნდათ 20 იანვრამდე ანუ ტრამპის ინაუგურაციამდე. ვინაიდან იციან, რომ შემდეგ უმძიმეს დღეში ჩავარდებიან. ამიტომ ქართველებო ყურადღებით“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.

დღის ამბები