06 დეკემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხედრო აქტივობა იყო სამხრეთ ლიბანის რამდენიმე რაიონში, რითაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა.

“ცახალის“ განცხადებით, სამხედრო მოქმედებებში ჩართულ პირებს მარკაბას რაიონში მათ ცეცხლი გაუხსნეს. იყო გამაფრთხილებელი გასროლებიც. მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ლიბანში ორი ადამიანი დაშავდა. პარალელურად ისრაელი სამხედრო ოპერაციას განაგრძობს ღაზაში, დარტყმებს პალესტინურ ანკლავში 42 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილებიც.

დღის ამბები