საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 28 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
უწყების ცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ სამედიცინო დაწესებულებაში 33 ადამიანი გადაიყვანა. მათგან, აქციის 13 მონაწილე, მედიის 4 წარმომადგენელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 თანამშრომელი.
სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათივე ცნობით, პაციენტების ნაწილმა კლინიკა დატოვა, ნაწილი კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.