29 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
ადვოკატი აქციის მონაწილეზე: "პრეტენზია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ აზრის გამოსახატად მივიდა და ამ დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თან დაკავებულია"

აქციებზე 43 პირია დაკავებული. ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფებიან. მათი ნაწილი ადვოკატებს უკვე შეხვდა. დაკავებულებს დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

იზოლატორთან იმყოფებიან მათ უფლებადამცველებიც. ცოტა ხნის წინ, დროებით დაკავების იზოლატორის ეზოდან სასწრაფო დახმარების ავტომობილი გამოვიდა.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საავადმყოფოში გადაყვანას და მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ითხოვდა.

"იდგა რუსთაველის გამზირზე, დააკავეს და წაიყვანეს. მერე, როგორც ჩანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რადგან თავზე და ფეხებზე დაზიანებები აქვს. თვითონ როგორც აღნიშნავს, არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია არავისთვის. მას დროშა ეჭირა ხელში და ეს დროშა წაართვეს. პრეტენზია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ აზრის გამოსახატად მივიდა და ამ დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თან დაკავებულია", - განაცხადა ადვოკატმა დავით დადიანმა.

დღის ამბები