ქუთაისში საპროტესტო აქცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მოქალაქეები შვილებთან ერთად, მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ და მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
მათ გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს და სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს, რასაც სამართალდამცველებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.