29 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
"მოვუწოდებთ შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს, ჩაჯდნენ კანონის ფარგლებში, რაც არის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან" - შს მინისტრის მოადგილე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, გამოხატონ საკუთარი პროტესტი კანონის ფარგლებში და თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში, პოლიციას მოუწევს, იმოქმედოს იმ მანდატის ფარგლებში, რომელიც მას კანონით აქვს მინიჭებული. 

"საზოგადოება გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ხედავდა იმ ქმედებებს, რომელსაც აქციის მონაწილეები ჩადიოდნენ პოლიციელების მიმართ. ჩვენ პოლიციის კორდონები ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩის მიმდებარედ გვყავდა განთავსებული, თუმცა მხოლოდ ერთ მიმართულებაზე იყო რატომღაც დაძაბული ვითარება, ისროდნენ სხვადასხვა საგანს... საზოგადოებამ ნახა, რომ იყო ქვების სროლა, სხვადასხვა მძიმე საგნის სროლა, მათ შორის იყო შემთხვევები, როდესაც ბოთლში ყრიდნენ ქვებს და იმას ესროდნენ, ასევე საღებავებს ესროდნენ, კვერცხებს და მათ შორის პიროტექნიკასაც აქტიურად იყენებდნენ. არაერთი თანამშრომელია დაზიანებული, რამდენიმე მათგანს დასჭირდა ქირურგიული ჩარევაც. მათი ნაწილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ძირითადად, არის დაზიანებები თავის არეში, ეს არის გამოწვეული ნივთების სროლის შედეგად. მოვუწოდებთ შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს, რომ ჩაჯდნენ კანონის ფარგლებში, რაც არის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან. სხვა შემთხვევაში, პოლიციას მოუწევს, იმოქმედოს მანდატის ფარგლებში, რაც მას პოლიციის კანონით და შეკრება მანიფესტაციების შესახებ კანონით აქვს მინიჭებული," - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.

დღის ამბები