06 დეკემბერი 2024,   14:52
ვრცლად
ჟურნალისტები ძალოვანი უწყების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას აპროტესტებენ

ჟურნალისტები ძალოვანი უწყების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას აპროტესტებენ. ცოტახნის წინ დაშავებული ჟურნალისტების ფოტოებით მედიის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, სადაც პოლიციელებთან მივიდნენ და უთხრეს, რომ ჟურნალისტებზე ძალადობა მიუღებელია.

მედიის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოხატეს იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების გაშუქების დროს დაშავდნენ.

დღის ამბები