06 დეკემბერი 2024,   15:23
ვრცლად
9 აპრილის ქუჩაზე ვითარება დაძაბულია - ისმის შეძახილები, აქციის მონაწილეები ისვრიან გარკვეულ ნივთებსაც

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება. ამავე ლოკაციაზე დგას წყლის ჭავლის მანქანა.

სპეცდანიშნულების რაზმის გარდა, პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, 9 აპრილის ქუჩის მხრიდან, რამდენიმე მწკრივად არის განლაგებული კრიმინალური პოლიცია, ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.

9 აპრილის ქუჩაზე ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ისმის შეძახილები, აქციის მონაწილეები ისვრიან გარკვეულ ნივთებსაც.

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი ამ დროისთვის დგანან პარლამენტის წინ მთლიან პერიმეტრზე.

დღის ამბები