30 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
პარლამენტის უკანა შესასვლელთან სპეცრაზმია განლაგებული

რუსთაველის გამზირზე თითქმის სამი საათია საპროტესტო აქცია გრძელდება - დემონსტრანტების მხრიდან პერიოდულად ისმის შეძახილები, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან დამონტაჟებულ ჯებირებზე პროტესტის ნიშნად ხელებს აბრახუნებენ. მანამდე პოლიტიკოსები პოლიციელებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამ ეტაპზე ადგილზე ვითარება განმუხტულია. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება, თუმცა ასევე ამბობენ, რომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა ჯერჯერობით არ აქვთ.

პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან სპეცრაზმია მობილიზებული, ამავე ლოკაციაზე დგას წყლის ჭავლის მანქანა. 9 აპრილის ქუჩის მხრიდან კი, განლაგებული კრიმინალური პოლიცია, ადგილზე ვითარებას აკონტროლებს საპატრულო პოლიციაც.

 

ავტორი: სანდრო კაჭახიძე 

დღის ამბები