06 დეკემბერი 2024,   14:08
ვრცლად
ჭიჭინაძის ქუჩაზე ვითარება ცოტა ხნის წინ დაიძაბა - სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, დაიცვან წესრიგი

ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც სპეცდანიშნულების რაზმია განლაგებული, სიტუაცია დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის თავდაპირველად ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას, რის შემდეგად მოქალაქეებმა პოლიციის მისამართით დაიწყეს პლასტმასის ბოთლების სროლა.

საპოლიციო ძალების მხრიდან უკვე გაისმა პირველი გაფრთხილება. სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს და წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სპეციალურ საშუალებებს.

ადგილზე მობილიზებულია როგორც კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, ასევე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები